პროფესიონალური CLOUD სერვისები
2017 წლიდან ვქმნით მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას ბიზნესებისთვის, სტარტაპებისთვის და დეველოპერებისთვის.
როდესაც 2017 წელს „ქლინ ნეტმა" დაიწყო ფუნქციონირება, ჩვენი მიზანი იყო, რომ Cloud სერვისები ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი — ბიზნესებისთვის, სტარტაპებისთვის, სტუდენტებისთვის, დეველოპერებისთვის და საწარმოებისთვის, რათა ნებისმიერ ენთუზიასტს შესძლებოდა რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებულ მაღალი ხარისხის Cloud სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ჩვენი მიზნები ყოველთვის ემყარება ხარისხის სტაბილურობას, მაღალ პროფესიონალიზმს, მომხმარებლების კონფიდენციალურობას და საქმისადმი სიყვარულს.
ქლინ ნეტი მომხმარებლების ინტერესებით შექმნილი კომპანიაა, რომლისთვისაც მომხმარებლის კმაყოფილება ყველაზე მნიშვნელოვანია. კომპანია ახორციელებს 24/7/365 რეალურ ტექნიკურ დახმარებას, რათა შექმნილი ან მოსალოდნელი პრობლემა მოგვარდეს მინიმალურ დროში. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის მფლობელებს, მეწარმეებს, ბლოგერებს და ციფრულ ენთუზიასტებს, თავიანთი ონლაინ ხედვა რეალობად აქციონ.
ქლინ ნეტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზირებული პროვაიდერია, ასევე აკრედიტირებული .GE ზონის ოფიციალური რეგისტრატორი. ჩვენთან ქართული დომენის რეგისტრაცია შუამავლების გარეშე ხდება — პირდაპირ, სწრაფად და სანდოდ.
ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, კვლევასა და ინტეგრაციაზე, რათა შემოგთავაზოთ უახლესი ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს ბიზნესს წინ წაწევს.
ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ სტანდარტებს ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ — გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას თავდადებული და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.
ჩვენ გვჯერა ერთობლივი მუშაობის ძალის — ჩვენი პროფესიონალიზმისა და კლიენტების ხედვის გაერთიანებით მივაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს.
ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალური პატიოსნებით და გამჭვირვალობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს მომხმარებლებთან ეთიკური პრაქტიკისა და ღია კომუნიკაციის მეშვეობით.