WordPress მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კონტენტის მართვის სისტემაა (CMS). მისი ფართო გამოყენება განპირობებულია არა მხოლოდ მრავალფუნქციურობითა და გამოყენების სიმარტივით, არამედ მომხმარებელთა დიდი საზოგადოებით, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მხარდაჭერას.
თუ არ იცით, როგორ შეასრულოთ კონკრეტული დავალება WordPress-ში, საკმარისია Google-ში მოძებნოთ ინფორმაცია, და უმეტეს შემთხვევაში, პასუხს სწრაფად იპოვით. არსებობს ფორუმები, სადაც უამრავი ადამიანი მზადაა დაგეხმაროთ, ასევე, უამრავი ექსპერტის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო და გაკვეთილი.
WordPress-ის ინსტალაცია კონტროლ პანელის WordPress Manager-ის ხელსაწყოს გამოყენებით
ვიცით, რომ მომხმარებლებს სურთ, ახალ პროექტზე მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ, ამიტომ ჩვენს ჰოსტინგ სერვისებზე გთავაზობთ WordPress-ის მართვის სპეციალურ ხელსაწყოს.
მისი დახმარებით, WordPress-ის ინსტალაცია რამდენიმე დაწკაპუნებით არის შესაძლებელი და პლატფორმა უსაფრთხოდ და საიმედოდ იმუშავებს.
იმისთვის რომ დააინსტალიროთ ვორდპრესი რამოდენიმე წუთში, გაიარეთ ავტორიზაცია კონტროლ პანელში.
მოძებნეთ და აირჩიეთ WordPress Manager

დააჭირეთ "Install a New WordPress Site" ახალი ინსტალაციისთის, ან თუ გაქვთ ძველი ინსტალაცია რომელიც ვორდპრეს მენეჯერით არ დაგიინსტალირებიათ, დააჭირეთ "Scan & Import missing installations"
ამის შემდგომ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კონფიგურაცია, ავტომატურად მონიშნულია WordPress-ის სტანდარტული ინსტალაცია, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, ონლაინ მაღაზია ან სხვა კატეგორია, რომელიც დაინსტალირდება Spectra ვებგვერდის კონსტრუქტორთან ერთად, საიდანაც უმარტივესად შეგიძლიათ დიზაინის მორგება და ცვლილებები, Spectra განსაკუთრებით კარგი ხელსაწყოა დამწყებთათვის.
ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ პოპულარული პლაგინები და ისინი ვორდპრესთან ერთად დაინსტალირდებიან.
Installation Url-ში უნდა აირჩიოთ დომენი და " / " შემდგომ ავტომატურად დაგენერირებულია ქვედირექტორია, შეგიძლიათ შეცვალოთ ან მთლიანად წაშალოთ, თუ/კი ვორდპრესს მთავარ დომენზე აინსტალირებთ.
ხოლო ამის შემდგომ უნდა შეიყვანოთ ვორდპრესის მომხმარებლის სახელი და პაროლი და იმეილი, რითაც შემდგომ შეძლებთ ავტორიზაციას.

სულ ესაა, ამის შემდგომ შეგიძლიათ ერთი კლიკით შეხვიდეთ ადმინ პანელში ვორდპრეს მენეჯერიდან, ასევე ჩართოთ დაცვის ლოქი, ავტომატური განახლებები, დააინსტალიროთ პლაგინები, აირჩიოთ თემები და ა.შ..